დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვირას ქვეყანაში დამატებით 77 000 გრიპის ვაქცინას ჩამოიტანენ. ამის შესახებ ნცეტრის დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"კვირას, გვიან ჩამოვა დამატებით 77 000 გრიპის ვაქცინის 4-კომპონენტიანი დოზა. ორშაბათიდან დაიწყება განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით და უკვე დიდი რისკჯგუფები აიცრებიან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.